„პოლონეთი მზადა, საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღი განათავსოს“, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა.
ამასთან, კაჩინსკის განცხადებით, ვარშავა მიესალმება ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობის 100,000-დან 150,000-მდე გაზრდას.