logo_geo
eng_logo
რომის პაპი ჟურნალისტების მიერ პუტინის ხსენების შემდეგ: სამწუხაროდ, ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონისტულ პრეტენზიებში ჩაფლული ზოგიერთი მბრძანებელი, პროვოცირებას ახდენს და ხელს უწყობს კონფლიქტებს
- +

3 აპრილი. 2022. 17:37

 

 

„ევროპის აღმოსავლეთიდან, მზის ამოსვლის ქვეყნიდან, ომის ბნელი აჩრდილები გავრცელდა. ჩვენ გვეგონა, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრები, ქუჩის ველური ბრძოლები და ატომური საფრთხეები შორეული წარსულის საშინელი მოგონებები იყო”, - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„ომის სუსხიანმა ქარებმა, რომლებსაც მხოლოდ სიკვდილი, ნგრევა და სიძულვილი მოაქვს, ძლევამოსილად მოიცვა მრავალი ადამიანის ცხოვრება და ყველა ჩვენზე იქონია გავლენა“, - აღნიშნა პაპმა.

 

ჟურნალისტების მიერ ვლადიმერ პუტინის ხსენების შემდეგ, მან თქვა: „კიდევ ერთხელ, ზოგიერთი მბრძანებელი, სამწუხაროდ, ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონისტულ პრეტენზიებში ჩაფლული, პროვოცირებას ახდენს და ხელს უწყობს კონფლიქტებს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება გაზიარებული, ან ის საერთოდ აღარ იარსებებს“.

 

რომის პაპი, შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner