„მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე“, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა. მან ბათუმელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„ჩემი 25-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობა მაძლევდა იმის საფუძველს, რომ მეყარა კენჭი და ღირსეულად გამემარჯვა. გუნდთან ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. მართლა ღირსეული გამარჯვებაა და მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს. მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ბათუმის შუალედურ არჩევნებში ხმათა უმეტესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო.