logo_geo
eng_logo
მედია: მარიუპოლში ცნობილი ლიეტუველი რეჟისორი მოკლეს
- +

3 აპრილი. 2022. 18:03

 

 

„დოკუმენტური ფილმების ლიეტუველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩუსი მარიუპოლში მოკლეს. ის ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქში არსებულ ვითარებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა“, - ინფორმაციას Reuters სხვა მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რეჟისორი, სხვა ნამუშევრებთან ერთად, ცნობილი იყო კონფლიქტურ ზონაში გადაღებული დოკუმენტური ფილმით „მარიუპოლი“, რომლის პრემიერაც 2016 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

კვედარავიჩუსი 45 წლის იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner