„დოკუმენტური ფილმების ლიეტუველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩუსი მარიუპოლში მოკლეს. ის ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქში არსებულ ვითარებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა“, - ინფორმაციას Reuters სხვა მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეჟისორი, სხვა ნამუშევრებთან ერთად, ცნობილი იყო კონფლიქტურ ზონაში გადაღებული დოკუმენტური ფილმით „მარიუპოლი“, რომლის პრემიერაც 2016 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
კვედარავიჩუსი 45 წლის იყო.