საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში, პროექტების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობის უმთავრესი მიზანი, ყველა რეგიონში, განვითარების ტემპების მომატება უნდა იყოს.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში ვიზიტები. მოგეხსენებათ, რომ მე, საარჩევნო კამპანიის დროს, აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას. ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული მუნიციპალიტეტებში, რათა პირადად გავეცნო მიმდინარე პროგრესს, პროექტი როგორ ხორციელდება, ვხვდები მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების მომატება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მიზანი აჭარაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.