logo_geo
eng_logo
პრემიერი: დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას - ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით
- +

3 აპრილი. 2022. 15:46

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში, პროექტების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობის უმთავრესი მიზანი, ყველა რეგიონში, განვითარების ტემპების მომატება უნდა იყოს.

 

„დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში ვიზიტები. მოგეხსენებათ, რომ მე, საარჩევნო კამპანიის დროს, აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას. ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული მუნიციპალიტეტებში, რათა პირადად გავეცნო მიმდინარე პროგრესს, პროექტი როგორ ხორციელდება, ვხვდები მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების მომატება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მიზანი აჭარაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner