logo_geo
eng_logo
ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე ფინალურ ეტაპზე გავიდა
- +

9 აგვისტო. 2016. 23:05


რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე,  ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და  ფინალურ ეტაპზე გავიდა.


9 აგვისტოს მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ტურნირზე, სალუქვაძემ 25 მეტრიან დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 40 მონაწილეს შორის ჯამში 584.18 ქულა მოაგაროვა და მესამე ადგილი ერგო. სალუქვაძეზე უკეთესი შედეგი ბერძენ ანა კორაკაკის (584.23) და ჩინეთის წარმომადგენელ ჟანგ ჯინგჯინგს (592.23 ქულა) ჰქონდათ.


ფინალურ ეტაპზე, რომელიც ნახევარფინალური გასროლებით დაიწყება, მედლებისათვის საუკეთესო 8 შედეგის მქონე სპორტსმენი იბრძოლებს. ტყვიის მსროლელთა ფინალური სტადია 9 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 წუთიდან აიღებს სტარტს.


ნინო სალუქვაძე 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპოური მედლების მფლობელია. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები მისთვის მე-8 ოლიმპიადაა, რაც სარეკორდო მაჩნენებელია ქართველ ოლიმპიელთა შორის და ერთ-ერთი გამორჩეული მთელს მსოფლიოში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner