logo_geo
eng_logo
პროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვს
- +

8 მარტი. 2016. 12:01



დღეს, საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის საფრთხე. ამიტომ, პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას.

 

„აღმკვეთი ღონისძიების სახით პროკურატურა ლევან მექვაბიშვილის მიმართ პატიმრობას მოითხოვს. საფუძველი არის ის, რომ არსებობს მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე და ახალი დანაშაულის საფრთხე. ჩვენ შევეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს, რომ სხვა აღმკვეთი ღონისძიება ხელს შეუშლის აღკვეთის მიზნის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა პირებს, მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირების მიმართ. საქმის გადაკვალიფიცირება შესაძლებელია, თუ გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთება გარემოებები, რაც კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი გახდება", - განაცხადა ფხაკაძემ.


ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner