logo_geo
eng_logo
მაშველებმა მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს
- +

3 აპრილი. 2022. 19:41

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ძებნა-შველის ოპერაციისას მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცეცლებულ განცხადებაში.

„რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.

ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის ორი მყვინთავი მონაწილეობდა. ტერიტორიის მონიტორინგში, ასევე, ჩართული იყო საფრენი აპარატი - დრონი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარას სიახლოვეს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner