ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში, იმ ადგილებში საიდანაც რუსეთის ჯარი გადის, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მხრივ გამოძიების ჩატარებაა საჭირო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებაა საჭირო. სამხედრო დანაშაულების ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.