ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას სისასტიკე უწოდა. ამ თემაზე იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი პირები სამიზნე ხდებიან და მათ კლავენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.