logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი ბუჩაზე: ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს
- +

3 აპრილი. 2022. 19:42

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას სისასტიკე უწოდა. ამ თემაზე იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი პირები სამიზნე ხდებიან და მათ კლავენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner