logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში ბუჩაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და რუსი სამხედროების დედებს მიმართა
- +

3 აპრილი. 2022. 20:03

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში ბუჩაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც რუსი სამხედროების მიერ ოკუპაციის შემდეგ ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი პირები იპოვეს.

ზელენსკიმ ფოტოებს შემდეგი ტექსტი დაურთო: „რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ ეს ნახონ. შეხედეთ, რა ნაბიჭვრები გაზარდეთ. მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები“.

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner