საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს იხსენებს:
„დღეს გავიდა 8 წელი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან.
ჯარისკაცის, მებრძოლის, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მომავლის იმედი შეუნარჩუნა თავისი სიციოცხლის ფასად, აჩვენა ოკუპანტს რომ შენ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. ამ იმედით ჩვენ ვაგრძელებთ მოღვაწეობას, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და მივიდეთ იმ ისტორიულ სამართლიანობამდე, რაც მოგვცემს მისი კუთვნილი ადგილის მიჩენის შესაძლებლობას."- აღნიშნავს პრეზიდენტი.