logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არანაირი გამოძიება არ სჭირდება სააკაშვილის საქმეებს, თვითაღიარებების დიდოსტატია
- +

3 აპრილი. 2022. 21:00

 

 

არანაირი გამოძიება არ სჭირდება სააკაშვილის საქმეებს, თვითაღიარებების დიდოსტატია, - ამის შესახებ რჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ჰეროკრატიიდან“ სასამართლო პროცესები რომ ნახოთ, იქ რეალურ საქმეებზე მიდის საუბარი, რომლებშიც ბრალი სააკაშვილს მიუძღვის. ნებისმიერი ქმედება, რაც იქ არის ნაჩვენები, დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე და იმ შესწავლაზე, რომელიც ჩვენ ამა თუ იმ პერსონაჟზე გვქონდა ჩატარებული. ამის მეტი რა უნდა თქვას სააკაშვილმა „ჩამოვაგდოთ, ჩამოვახრჩოთ“, მან სხვა რა უნდა თქვას. მე მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი კარგად შევისწავლე, თვითაღიარებების დიდოსტატია, არანაირი გამოძიება არ სჭირდება მის საქმეებს. უნდა აიღოთ მისი გამოსვლები და იქ ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner