მას შემდეგ, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს უკრაინაში, ვფიქრობ, იქნება შესაძლებლობა, ამ თემებზე ვისაუბროთ, მეტი სიცხადე შევიტანოთ და ყველას ყველაფერი დავანახოთ - რა არის ჭეშმარიტება და ვინ არის რეალურად უკრაინის მოძმე, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კუთხით ჩავარდნები იყო, რაც რა თქმა უნდა, ცუდია.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ეს რაიმე ფორმით საქართველოს ხელისუფულების ბრალი იყო ან ინსპირირებული რაიმე ფორმით ასეთი ვარდნები ურთიერთობაში. გაუმართლებელი აღმოჩნდა იგივე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. ეს ნამდვილად არ ყოფილა პოზიტიური დინამიკის მიმცემი და პოზიტიური პროცესების აღმძვრელი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან მიმართებაში. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შესწირეს სააკაშვილის ფაქტორს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მაინც და მაინც გამართლებული არ იყო. მიხვდნენ, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ურთიერთობები კვლავ იგივე წრეზე წავიდა. ეს პრობლემური არის.
მას შემდეგ, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს უკრაინაში, ვფიქრობ, იქნება შესაძლებლობა, ამ თემებზე ვისაუბროთ, მეტი სიცხადე შევიტანოთ და ყველას ყველაფერი დავანახოთ - რა არის ჭეშმარიტება და ვინ არის რეალურად უკრაინის მოძმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.