logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: როდის შემდეგ გახდა ომის თავიდან აცილება სიმხდალე? მაგრამ ეს ხომ თემით მანიპულირება და სპეკულირებაა
- +

3 აპრილი. 2022. 21:17

 

 

სამწუხაროდ ვიხილეთ ერთიანი, ორკესტრირებული, კარგად ორგანიზებული სცენარი, რათა საქართველო როგორმე საომარ მოქმედებებში ჩაეთრიათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეს იყო მათი გააქტიურების ერთადერთი საშუალება. ის იყო მათი მინიმუმი ამოცანა და მაქსიმუმი, რისკენაც ილტვოდნენ იყო მუხტის გამოწვევა ქვეყნის შიგნით. თუ არ გამოვიდოდა ქვეყნის ჩათრევა ომში უნდა გაეაქტიურებინათ ქვეყნის შიდა პროცესები. მთავარი მიზანი აქვთ ციხიდან სააკაშვილის დახსნა და ხელისუფლებაში დაბრუნება. დღეს ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენოს, საქართველო ფარდის იქეთ არის თუ აქეთ, ამაზე კითხვის დასმაც, ეს უბრალოდ ამორალურია. თუ არ გავხსენით მეორე ფრონტი, ესე იგი ჩვენ არ ვართ ვინმეს მეგობარი და ოკუპანტის თამაშს ვთამაშობთ? როდის შემდეგ გახდა ომის თავიდან აცილება სიმხდალე, მაგრამ ეს ხომ თემით მანიპულირება და სპეკულირებაა“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner