ლევან ხაბეიშვილს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა მაკულატურის ტარებისა და ტყუილების ტირაჟირების ფუნქცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„რადიკალურ ოპოზიციაში განაწილებულია ფუნქციები, ვინ როგორ ყვირის, ვინ როდის აჩქარებს ყვირილს და ვინ როგორი უშვერი სიტყვებით გალანძღავს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ უკვე მოსახლეობასაც. ლევან ხაბეიშვილს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა ფუნქცია, მაკულატურის ტარება და ამ მაკულატურაზე აპელირება, ეს მე პირადად მაქვს ნანახი, რომ ფურცლებში არაფერი არ წერია ხოლმე. მისი ფუნქციაა სიცრუით ტირაჟირება, ოღონდ ხმამაღლა და შეურაცხყოფით“, - განაცხადა ბითაძემ.