უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში სამხედრო ელემენტს გარკვეული ინერცია ჯერ კიდევ შერჩა, - ამის შესახებ „ჯეოქსის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „იმედი კვირას“ განუცხადა.
„ვთანხმდებით, რომ ყოველი ომი მთავრდება ნაკლებად მისაღები თუ შედარებით უფრო მეტად მისაღები პოლიტიკური მოლაპარაკებითა და ზავით, მგონი გარკვეული ინერცია სამხედრო ელემენტს ამ საბრძოლო მოქმედებებისა, ჯერ კიდევ შერჩა“, - განაცხადა ყიფიანმა.