ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„აუტანელია ბუჩაში, კიევთან გათავისუფლებულ ქალაქში გადაღებული ფოტოების ნახვა. ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში. ვუსამძიმრებ დაღუპულებს, სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე“, - განაცხადა მაკრონმა.