logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი ბუჩაზე: რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე
- +

3 აპრილი. 2022. 22:19

 

 

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

„აუტანელია ბუჩაშიკიევთან გათავისუფლებულ ქალაქში გადაღებული ფოტოების ნახვა. ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში. ვუსამძიმრებ დაღუპულებს, სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე“, - განაცხადა მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner