logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, კიევის ოლქში გათავისუფლებულ ქალაქებში 410 მშვიდობიანი პირის ცხედარია აღმოჩენილი
- +

3 აპრილი. 2022. 23:16

 

 

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, კიევის ოლქში, რუს სამხედროების კონტროლის გათავისუფლებულ ქალაქებში 410 მშვიდობიანი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ირინა ვენედიქტოვა Faebook-ზე წერს, 1-3 აპრილს ექსპერტებმა უკვე 140 გარდაცვლილის ცხედარი შეამოწმეს.

რუსეთის ჯარმა კიევის ოლქში ომის დასაწყისში დაკავებულ ქალაქები მარტის ბოლოს დატოვეს. ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner