logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: იუსტიციის სამინისტრო არასოდეს ახდენს ფაქტების სხვაგვარად ინტერპრეტირებას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ფაქტების ზუსტი კონსტატაცია წარვადგინოთ
- +

3 აპრილი. 2022. 23:45

 

 

რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველთა სიიდან ამორიცხა. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ უწყება განჩინების ინტერპრეტაციას არ ახდენს და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით აწვდის ინფორმაციას მოსახლეობას.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოსახლეობის სწორად ინფორმირებას და გამოვხატავთ დიდი პატივისცემას სასამართლოსადმი. იუსტიციის სამინისტრო არასოდეს ახდენს ფაქტების სხვაგვარად ინტერპრეტირებას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ფაქტების ზუსტი კონსტატაცია წარვადგინოთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე წაიკითხა ამონარიდი განაჩენიდან და ასევე მიუთითა ფრაზა: „გარდა ამისა, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ევროპული კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების პატივისცემის მიზნით მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას. ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner