logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: როდესაც მსოფლიო ზანზარებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა
- +

4 აპრილი. 2022. 01:28

 

 

ამ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ზანზარებს, უკრაინაში ამდენი უბედურება ხდება, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით საფრთხეა დაკიდებული, „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი მხოლოდ რევანშის იდეა და ხელისუფლებაში მობრუნებაა, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ხელისუფლების დამხობის შესახებ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდებას ნიშნავს. ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი მოწოდება მიმდინარე ომში ჩართვისკენ მტრული ქმედება ქვეყნის ინტერესების მიმართ.

„ჩვენი მიზანი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არის უზენაესი და ამისთვის ღირს სიცოცხლე და ღირს სიკვდილი. ეს არის ცხოვრების აზრი. მაგრამ ახლა ჩვენ ამის არანაირი სიტუაცია არ გვაქვს. დღეს ნებისმიერი ავანტიურა შეძლება დამთავრდეს უმძიმესი შედეგებით საქართველოში. თუმცა ხვალ და ძალიან მალე, არ არის გამორიცხული დადგეს საქართველოსთვის ეს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მომენტი, რისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner