ხალხში არის ერთმნიშვნელოვანი განწყობა. ხალხს უნდა მშვიდობა, ეს არის დომინანტური განწყობა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ხალხი ინსტინქტურად გრძნობს, რა არის საჭირო ქვეყნისთვის. მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი პოლიტიკური თუ სამხედრო რესურსებით, რომ უბრალოდ უკრაინას კი არ გავუადვილოთ მდგომარეობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ უკრაინას გავუადვილოთ მდგომარეობა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი მიზნის მიღწევა. ვინმეს თუ ექნება რაიმე არგუმენტი, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პირველი მე ავიღებ ხელში იარაღს და წავალ. საქართველო არ არის საექსპერიმენტო არსება და რა რის იმის დრო ვატაროთ ექსპერიმენტები იმის გამო, რომ სხვას გავუადვილოთ მდგომარეობა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ და დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ ექსპერიმენტს ჩვენს თავზე ვერ ჩავატარებთ“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.