logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს
- +

4 აპრილი. 2022. 11:37

 

 

„კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად  კლავდნენ.

 

„ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ნამდვილი არაადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ  სჩადიან  დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანს თავში ესვრიან, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

 

კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს. ნიურნბერგის სასამართლო ჩატარდება: ჰააგაში ან ხარკოვში, ბუჩაში, ირპენში - დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ, რომ ახალი ნიურნბერგის სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner