ეს პატარა ბიჭი და მისი დედიკო უკრაინიდან ტყვიებს და ომს გამოექცნენ, დედიკო კეთილმა ადამიანებმა პოლიტკოვსკაიას # 47 დაასაქმეს „მანიკურშად“, უკრაინაში საკუთარი სალონი ჰქონია... ახლა მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმლის ამარად არიან ნაქირავებ ბინაში, მომავალი თვის ქირის ფული აღარ აქვთო. მოკლედ, ვისაც სურვილი გექნებათ, იქნებ დავეხმაროთო, როგორც შევძლებთ, საცხოვრებელის გარდა სჭირდებათ ამ სეზონის ტანსაცმელი 4-5 და 12-13 წლის ბიჭებისთვის, და s/m ზომა ქალის ტანსაცმელი - დედას, იგი მუშაობს პოლიტკოვსკაიას 47-ში, სალონ „კარპე დიემში“ და თუ ვინმეს ფრჩხილების მოწესრიგება/შილაქი და ა.შ დაგჭირდებათ - შეგიძლიათ ესტუმროთ.