logo_geo
eng_logo
მთავრობამ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა შეამცირა და პროექტების დაწყება წელსვე იგეგმება
- +

4 აპრილი. 2022. 12:35

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა მთავრობამ მცირდება.

 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბატონი ლევანის ხელმძღვანელობით, არაერთი შეხვედრა გაიმართა. ყველა სამინისტრომ უკვე გამოგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც იქნება ასაშენებელი ან რეაბილიტაციის რეჟიმში იქნება გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ - წელს, დაახლოებით, მინიმუმ, მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის. პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორებიცაა თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო... ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სამუშაოები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში, გადმოვწიოთ ეს ვადა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შეთავაზება ბიზნესისთვის. ერთი მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს და, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ამით ბიზნესიც ისარგებლებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner