logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: NATO-ში და ევროკავშირში ვინ მიგიღებს, როცა დროშის დანიშნულება და მნიშვნელობა არ იცი?!
- +

4 აპრილი. 2022. 13:24

 

 

დიდი არა, პატარა ტვინიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ უკრაინის დროშის ფერში შეღებილი საქართველოს დროშის ფრიალი, უბრალო კრეტინიზმს რომ თავი დავანებოთ, აქეთ საქართველოს და იქით უკრაინის სახელმწიფოს და სიმბოლიკის შეურაცხყოფაა!

 

ისევ ვიღაცისგან შემოგდებულ „პოლიტიკურ“ ფეხის ხმას და ცრუ სოლიდარობას აყოლილ, ამ დროშებიან უვიცებს რა ჭკუა უნდა მოჰკითხო?! - უკრაინას კი არა, საქართველოს ვერ გაჩვენებენ რუკაზე და მათთვის არც ლექციის კითხვას აქვს აზრი!

 

ცრუა, ცრუ!

 

იმიტომ, რომ (ვიმეორებ) ეს საქართველოსთან ერთად უკრაინის შეურაცხყოფაცაა!

 

...და კიდევ იმიტომ, რომ სადაც ნებისმიერი ტვინამოყირავებული, დაუსჯელობის სრული გარანტიით, თავს უფლებას აძლევს, სიმბოლოებს (თავისას და სხვისას) ასე უდიერად მოექცეს, იქ თავად სახელმწიფოა ფიქცია!

 

ფიქცია!

 

ძაან შორია სახელმწიფომდე!

 

NATO-ში და ევროკავშირში ვინ მიგიღებს, როცა საკუთარი დროშის ფასი კი არა, დროშის დანიშნულება და მნიშვნელობა არ იცი?!

 

მომინდომეს ბელმონდო!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner