logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: თვალი მოვკარი, რომ ყოფილ და ახალ თავდაცვის მინისტრებს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა...
- +

9 აგვისტო. 2016. 23:46


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროში მინისტრების შეცვლის სიხშირეს აკრიტიკებს. მისი თქმით, 4 წელიწადში 4 მინისტრის შეცვლა არ არის იდეალური.

 

"4 წელიწადში 4 მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან სფეროში არ არის, ასე ვთქვათ, იდეალური სტატისტიკური მაჩვენებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა „მაესტროს" ეთერში.


მარგველაშვილის თქმით ახალი თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვისთან ერთადაც უნდა იმუშაოს.


"შევხვდი მას. გამიზიარა მისი გეგმები. ჩვენი დისკუსიის მთავარი თემა იყო NATO- არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. გვქონდა ძალიან ინტენსიური და კონსტრუქციული საუბარი. ვისაუბრეთ, როგორ ვხედავთ მომავალს", - განაცხადა მარგველაშვილმა.


"მე არ უნდა ვაკეთებდე თინა ხიდაშელის კომენტარის შეფასებას. ჩემი მიზანია, რომ თავდაცვის სამნისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ არმიას იმისთვის, რომ იყოს ბრძოლისუნარიანი და ეფექტური. მოემსახუროს ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს. იყოს მზად გამოწვევებისთვის. თვალი მოვკარი, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ახალ მინისტრს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მთლად სასარგებლო ქართული ჯარისთვის. ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული", - განაცახადა პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner