logo_geo
eng_logo
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთთან და ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ
- +

4 აპრილი. 2022. 13:36

 

 

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 48-72 საათში რუსეთისგან და ბელარუსისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ და სახმელეთო საზღვარს ჩაკეტავენ, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ნაიემი იუწყება.

 

„გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, შეეწყვიტათ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან. მადლობა ამ ქვეყნების ტრანსპორტის ყველა მინისტრს. პასუხი მყისიერია. ველოდებით საბოლოო შედეგს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ქვეყნები რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს მთლიანად დახურავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner