logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ჩემი სურვილია, მიმდინარე კვირაში ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა ვიხილო
- +

4 აპრილი. 2022. 15:01

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, მიმდინარე კვირაში ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა იხილოს.

 

მაკრონის თქმით, ძალიან მკაფიო ნიშნებია იმისა, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებია ჩადენილი და „დადგენილია, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსული არმიაა“.

 

„ჩვენ ამას ვერ გავატარებთ. უნდა დავაწესოთ სანქციები, რომელიც შეაჩერებს იმას, რაც მოხდა ბუჩაში და რაც ხდება მარიუპოლში. მათ, ვინც ამ დანაშაულის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ბუჩაში მომხდარის გამოძიებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner