logo_geo
eng_logo
ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
- +

9 აგვისტო. 2016. 23:49


რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ნახევარფინალი დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენთან იპონით დამარცხდა.


ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ავთოს მეტოქე ტაკანორი ნაკასე იქნება.


ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. 1/4-ფინალში ავთო იტალიელ მატეო მარკონჩინის შეხვდა და ვაზარ-იუკოთი მოუგო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner