საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილების მიერ საქართველოს დროშის ყვითელ და ლურჯ ფერებში შეღებვას ეხმაურება.
„ახლა მთლად ქაჩალივით ნუ მოიგლეჯთ!
ეს რა არის?!
საქართველოს სახელმწიფო დროშის - სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლოს ასე შეღებვა ვინ გასწავლათ?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.