logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებაზე: ეს ადამიანი დღეს წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას ბრალს სდებს წარმოუდგენლად ცუდ საქმეში, რაც ცალსახა ჭორია
- +

4 აპრილი. 2022. 16:32

 

 

„თავი დაანებეთ გია ლორთქიფანიძის და სხვა ქართველი მოღალატეების ჭკუაზე სიარულს და საქართველოზე მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

 

„ეს ადამიანი დღეს წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას ბრალს სდებს წარმოუდგენლად ცუდ საქმეში, რაც ცალსახა ჭორია და ჰიბრიდული ომის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. პირდაპირ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი დაანებეთ გია ლორთქიფანიძის და სხვა ქართველი მოღალატეების ჭკუაზე სიარულს და საქართველოზე მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას, ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner