logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ტექნიკურადაც ალოგიკურია, რასაც ლორთქიფანიძის ნაკარნახევ განცხადებაში წერს უკრაინის დაზვერვა
- +

4 აპრილი. 2022. 17:05

 

 

„ეს არის სერიოზული ბრალდება მართალია, მოკლე ვადიანი, როგორც ყველა ფეიკი „ომის პარტიისგან“, მაგრამ ამაზეც მიდიან ხატია დეკანოიძეს როგორმე ჩამოწმინდონ მოღალატის იარლიყი, დააზიანონ ქვეყანა და ჩაითრიონ ომში“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე, რომლის თანახმად საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

 

„დაიწყო! ეს არის სერიოზული ბრალდება. მართალია, მოკლე ვადიანი, როგორც ყველა ფეიკი „ომის პარტიისგან“, მაგრამ ამაზეც მიდიან ხატია დეკანოიძეს როგორმე ჩამოწმინდონ მოღალატის იარლიყი, დააზიანონ ქვეყანა და ჩაითრიონ ომში გია ლორთქიფანიძე, გამოდი, გიცანით! მამალი ტყუილი, რომელსაც მოკლე ფეხები აქვს, მალე გამჟღავნდება! ეს გოიმები, ტექნიკურადაც ალოგიკურია, რასაც ლორთქიფანიძის ნაკარნახევ განცხადებაში წერს უკრაინის დაზვერვა. მალე ვნახავთ ამ ფეიკის საპნის ბუშტივით გასკდომას, მაგრამ რა ვუყოთ ქართველი და უკრაინელი ხალხის საუკუნოვან მეგობრობას? უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული ქართველი კრიმინალები ნელ-ნელა ძირს უთხრიან ამ მეგობრობას, რაც ძალიან სამწუხაროა, თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებ გამარჯვებას! ვგმობ რუსეთის აგრესიას!“ - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner