logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა, რომლის მთავარ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს გია ლორთქიფანიძეს
- +

4 აპრილი. 2022. 17:21

 

 

„არა მგონია, რომ დღეს უკრაინის მიზანს ნაცების საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ უმჯობესი იქნება მიხედონ იმ პროვოკატორებს, რომლებიც სხვადასხვა მანქანებით მოხვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და რომლებიც არა თავისუფლებისთვის, არამედ მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.

 

მისი თქმით, საინტერესოა პოლიტიკური ხელმძღვანელობის რომელი რგოლის წარმომადგენლებისგან, და კონკრეტულად რომელი პირებისგან გაიცა ასეთი ბრძანება.

 

„უკრაინის თავდაცვის დაზვერვა - სანქციების გვერდით ავლის მიზნით, რუსი აგენტები ათანხმებენ კონტრაბანდულ არხებს (გზებს), მათ შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამასთანავე, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითება პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რათა არ შეუშალონ ხელი კონტრაბანდისტებს მათ საქმიანობაში. იმის თქმა, რომ ასეთი განცხადება „მეგობარი ქვეყნის“ მხრიდან უბრალოდ უხერხულია, ძალიან რბილი შეფასება იქნება. უბრალოდ ჩნდება რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც უკრაინის თავდაცვის დაზვერვისგან აუცილებელია მივიღოთ დამაჯერებელი პასუხები: პოლიტიკური ხელმძღვანელობის რომელი რგოლის წარმომადგენლებისგან, და კონკრეტულად რომელი პირებისგან გაიცა ასეთი ბრძანება. რა სახის ტვირთებმა უნდა გაიაროს იმ „კონტრაბანდულ გზებზე“ და უნდა ითქვას ამ ტვირთების წარმომავლობა. და აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი დამამტკიცებელი საბუთები.

 

ცხადია, უკრაინის დაზვერვა თავის ჯაშუშებს არ გაშიფრავს და არც ამ პასუხებს არ ექნება საჯარო ფორმა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა, რომლის მთავარ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნება და არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენს, ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს უკრაინის სპეცსამსახურის კონტრდაზვერვის დირექტორის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გასამწვავებლად. არა მგონია, რომ დღეს უკრაინის მიზანს ნაცების საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ უმჯობესი იქნება, მიხედონ იმ პროვოკატორებს, რომლებიც სხვადასხვა მანქანებით მოხვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და რომლებიც არა თავისუფლებისთვის, არამედ მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან“, - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner