ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის დაზვერვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად საქართველო რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში ეხმარება.
მისი თქმით, აუცილებლად გააკეთებს ამ მარაზმიდან დასკვნას ქართველი ხალხი.
„საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, სააკაშვილის კონტრაბანდული გზით გამომგზავნელი უკრაინელი თაღლითები ჩვენ ქვეყანას ადანაშაულებენ გაუგებარ კონტრაბანდაში, თანაც უბინძურესი ტყუილით. აუცილებლად გააკეთებს ამ მარაზმიდან დასკვნას ქართველი ხალხი!“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.