logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული „ნაცები“ ამბობენ შინ და გარეთ
- +

4 აპრილი. 2022. 18:16

 

 

„უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი „დაადასტურეს“ უკრაინელებმა.

 

„უდავოა, რომ სააკაშვილის მეხუთე კოლონამ პოლიტიკური საბოტაჟის დროებითი პლაცდარმი შექმნა უკრაინის ხელისუფლებაში. კიევიდან მოდის ზუსტად იმ ყალბ ბრალდებათა კასკადი, რასაც დესტრუქციული „ნაცები“ ამბობენ შინ და გარეთ.

 

საქართველოდან რომ ე.წ. სამხედრო კონტრაბანდა მიედინებოდეს უკრაინაში (რაც ამ ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება), ამაზე უწინარესად, განგაშს ატეხდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი სამსახურები!

 

იბადება შეკითხვა - უკრაინის ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სპეცსამსახურების ცალკეულმა ჩინოსნებმა იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება? და რა ტვირთბრუნვაა იმ სეპარატისტულ რეგიონებში, ამ ეტაპზე ჩვენს კონტროლს მიღმაა.

 

P.S. თანამდებობის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელი ხატია დეკანოიძე ნიშნის მოგებით ნუ ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ თითქოს მისი ნათქვამი „დაადასტურეს“ უკრაინელებმა. „შავ ხვრელებზე“ ვინ საუბრობდა ტელეეთერში, ყველას კარგად გვახსოვს“,- წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner