NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლას ცდილობს, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს იყენებს:
„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უფრო აქტიურ რუსეთს, რომელიც იყენებს სხვადასხვა მეთოდს მეზობლების დასაშინებლად და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გასახლეჩად. NATO-ს დაშლისკენ მიმართული მოსკოვის მცდელობები წარუმატებელია, რადგან ალიანსი ერთობლივად პასუხობს მათ. NATO-ს პოლიტიკა ადაპტირებულია ახალ პირობებთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამას გარდა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გამო, რადგან რუსეთმა სირიაში ავიაცია და სახმელეთო ჯარი განათავსა. იენს სტოლტენბერგის თქმით, საპასუხოდ ალიანსი იძულებულია, თურქეთში და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს.