logo_geo
eng_logo
ევროკავშირი: უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო
- +

4 აპრილი. 2022. 20:08

 

 

უკრაინის ტერიტორიები, სადაც მასობრივი საფლავები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს, „ოკუპაციისა და აგრესორის კონტროლის ქვეშ იყო, ან ისინი აგრესორმა დაბომბა“. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

 

„სხვა არავინაა, ვისაც ამ სისასტიკის განხორციელება შეეძლო“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

 

მისი თქმით, „ომის დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აგებს“.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner