logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
- +

4 აპრილი. 2022. 21:25

 

 

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო უწყების მონაცემებით, ქვეყანაში 140 რუსი დიპლომატია აკრედიტებული.

 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს.

 

რუს დიპლომატებს გერმანიის ტერიტორიის დასატოვებლად 5 დღე ეძლევათ.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner