logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ამდენი ხნის განმავლობაში ჩაბღაუჭება შეცდომა იყო
- +

5 აპრილი. 2022. 01:01

 

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღიარა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ამდენი ხნის განმავლობაში ჩაბღაუჭება შეცდომა იყო.

 

„ჩემი ჩაბღაუჭება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვინარჩუნებდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რის შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, მისი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ განადგურებას მისი იმპერიული მანიის გამო.

 

„ისევე როგორც სხვები, მე შევცდი. გერმანიამ მარცხი განიცადა რუსეთის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში ჩართვის მიდგომით“, - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner