"უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოჯახის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგია. მჟავანაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზიც მისი პოზიციის დაფიქსირება გახდა.
"პრეზიდენტი არ აპირებს რეფერენდუმის დანიშვნას. ის არის დიდი წნეხის ქვეშ. ახლა უკვე ნათელია, რატომ გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი. მას წასვლა აიძულეს დასავლეთის რეაქციულმა ძალებმა იმ პოზიციის გამო, რომელიც გამოთქვა ოჯახის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით. მას უთხრეს თუკი იგი არ წავიდოდა ქვეყანა მოექცეოდა საერთაშორისო იზოლაციაში, ლარი დაეცემოდა და შეწყდებოდა ქვეყნის ეკონომიკის დახმარება", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.