ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„კახა კალაძემ თქვა (დაუკვირდით):
,,ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.
დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.
სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში''!
ხომ წაიკითხეთ და ყველაფერი ნორმალურად გაიგეთ?
თბილისის მერი ძალიან წუხს, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოხდა, საშინელებაა, ეს დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩესო... ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხსო.
განა აქ გაუგებარი არის რამე?
არავითარი!
თუმცა... ,,ნაცებმა'', ,,შმაცებმა'' და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ესეც თავიანთებურად მოთარგმნეს: კალაძე ამბობს, ეს საზარელი დანაშაული ბუჩელებმა ჩაიდინეს, ბუჩა სადიზმის ბუდეაო.
ალბათ არ გიკვირთ. არც მე. ამათ ყველაფერი თავიანთებური აქვთ - არა მხოლოდ აზროვნება, კოკაც. ჩადგამენ, კაცო, ამ კოკას ტლაპოში, შემოუსხდებიან გარშემო და ყურსაც თავიანთ ხოშზე აბამენ.
არაო, ასე კი თქვა, მაგრამ ისე იგულისხმა, ეგრე გამოდისო. თუ გინდა, აუხსენი, განუმარტე, დაუფიცე, აზრი არ აქვს, გაზზე ფეხს ვეღარ ააშვებინებ!
ბევრი მარაზმი მინახავს, უამრავი ნაძირლობა გამიგონია, არაერთ ,,დამპლურობას'' შევსწრებივარ, მაგრამ სამძიმრის ტექსტი, ნეკროლოგი ვინმეს პოლიტიკურად გამოეყენებინოს, განსჯის საგნად ექციოს, ეგეთი რამე, მომკალით და... არ მსმენია!
ჰო, კი მიუსამძიმრა კალაძემ, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამე იგულისხმაო.
ისე, ამათგან არ უნდა გვეწყინოს, ეხლა საკუთარ ნატოსა ჰქმნიან და გადაიღალნენ, ჩვენც უნდა გავუგოთ.
მა რააააააააა!“- წერს გელა ზედელაშვილი.