logo_geo
eng_logo
„გიორგი პაპუაშვილი როგორც ჩანს, დიდი სენსაციის დადებას აპირებს...“
- +

10 აგვისტო. 2016. 00:58


„საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური მიწისძვრის ეპიცენტრი გახდეს. გიორგი პაპუაშვილი აქამდე თუ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა, ახლა როგორც ინფორმაცია არსებობს, დიდი სენსაციის დადებას აპირებს."- „კვირა" საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასახულ გეგმებზე წერს.


თუ განცხადებები ცარიელი სიტყვები იყო და პროკურატურამ ის მარტივად გაშიფრა, ვითარება კი გაანეიტრალა. ახლა, ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილი და მის უკან მდგარი ძალები სერიოზული სკანდალის გახეთქვას აპირებენ და იმ ფირების გარეთ გამოტანაზე მსჯელობენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს გადაიღო და პირადი ცხოვრების ამსახველ ფრაგმენტებს შეიცავს. როგორც ჩანს, ასე აპირებენ, ვითარების საბოლოოდ აფეთქებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სახიფათო თამაშები წამოიწყო და, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. ახლა ის ვა-ბანკზე მიდის და პროცესი უკვე ფეთქებადსაშიშ ფაზაში გადაჰყავს.

 

უკვე ცხადი ხდება, რომ გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამისთვის ბინძურ მეთოდებსაც არ ერიდება. თუმცა, დღემდე უშედეგოდ.

 

როგორც ჩანს, სქემა, რომელიც როგორც ღიად მიანიშნებენ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად დაიგეგმა მასშტაბური უნდა ყოფილიყო. თითქოს ყველაფერი ასეც დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი გააკეთებდა სრულიად ზოგადი ხასიათის სკანდალურ განცხადებას და აჰყვებოდა მას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

 

გათვლა მარტივი იყო: სკანდალური განცხადება, პლიუს ხმაური სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებიდან უდრის ხელისუფლების აფეთქებას."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner