logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: უკრაინის ხელისუფლების „მეგობრული“ ნაბიჯები საქართველოს მიმართ...
- +

5 აპრილი. 2022. 13:05

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„უკრაინის ხელისუფლების „მეგობრული“ ნაბიჯები საქართველოს მიმართ:

 

  1. ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს ოდესის ოლქის გუბერნატორად;
  2. დაუსწრებლად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ;
  3. ბრალდებული და მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი დანიშნეს გენერალური პროკურორის მრჩევლად;
  4. ადეიშვილის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ;
  5. მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დანიშნეს შს მინისტრის მოადგილედ;
  6. ხატია დეკანოიძე დანიშნეს ეროვნული პოლიციის უფროსად;
  7. ძებნილი, ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე დანიშნეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
  8. საქართველოსაგან მოითხოვეს მოხალისე ბოევიკების რეკრუტირება, ანუ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა;
  9. საქართველოს მოუწოდეს, გაეხსნა მეორე ფრონტი, რათა რუსეთს უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გარდა სხვა საქმეც გასჩენოდა (დანილოვის განცხადება), ანუ დაებომბა ქართული ქალაქებიც და დაეხოცა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობაც;
  10. გაიწვიეს ელჩი;
  11. საქართველოს აბრალებენ „შავ ხვრელობას“ და რუსეთისათვის იარაღისა და სამხედრო მასალის მიწოდებას.

 

საქართველოს მეგობრული პასუხი უკრაინის ხელისუფლების „მეგობრულ“ ქმედებებზე:

 

  1. საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია;
  2. საქართველო თანაავტორად დაუდგა უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას გაერო-ში;
  3. საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას;
  4. საქართველო შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების კოლექტიურ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში.
  5. საქართველომ რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში;
  6. საქართველო იფარებს და პატრონობს უკრაინელ ლტოლვილებს;
  7. საქართველოს საჯარო სკოლებში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისათვის საგანგებოდ იხსნება უკრაინულენოვანი სექტორი“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner