ჯაბა ხუბუა: უკრაინის ხელისუფლების „მეგობრული“ ნაბიჯები საქართველოს მიმართ...
-
+
5 აპრილი. 2022. 13:05
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უკრაინის ხელისუფლების „მეგობრული“ ნაბიჯები საქართველოს მიმართ:
- ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს ოდესის ოლქის გუბერნატორად;
- დაუსწრებლად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ;
- ბრალდებული და მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი დანიშნეს გენერალური პროკურორის მრჩევლად;
- ადეიშვილის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ;
- მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე დანიშნეს შს მინისტრის მოადგილედ;
- ხატია დეკანოიძე დანიშნეს ეროვნული პოლიციის უფროსად;
- ძებნილი, ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე დანიშნეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
- საქართველოსაგან მოითხოვეს მოხალისე ბოევიკების რეკრუტირება, ანუ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა;
- საქართველოს მოუწოდეს, გაეხსნა მეორე ფრონტი, რათა რუსეთს უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გარდა სხვა საქმეც გასჩენოდა (დანილოვის განცხადება), ანუ დაებომბა ქართული ქალაქებიც და დაეხოცა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობაც;
- გაიწვიეს ელჩი;
- საქართველოს აბრალებენ „შავ ხვრელობას“ და რუსეთისათვის იარაღისა და სამხედრო მასალის მიწოდებას.
საქართველოს მეგობრული პასუხი უკრაინის ხელისუფლების „მეგობრულ“ ქმედებებზე:
- საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია;
- საქართველო თანაავტორად დაუდგა უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას გაერო-ში;
- საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისათვის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას;
- საქართველო შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების კოლექტიურ სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში.
- საქართველომ რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში;
- საქართველო იფარებს და პატრონობს უკრაინელ ლტოლვილებს;
- საქართველოს საჯარო სკოლებში უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისათვის საგანგებოდ იხსნება უკრაინულენოვანი სექტორი“, - წერს ჯაბა ხუბუა.