„უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც მზად არიან უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა სახის გარანტიების უზრუნველსაყოფადაა მზად“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა.
„ჩვენ არ გვჭირდება 40 ქვეყანა, რომლებიც პირველივე ზარის შემდეგ უკრაინის მხარეს ომში ჩაერთვებიან. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან 24 საათში ნებისმიერი იარაღი მოგვაწოდონ. გვჭირდება ცალკეული ქვეყნები, რომლებზეც დამოკიდებულია სასანქციო პოლიტიკა და რომ ეს სანქციები ამოქმედდება იმ წამსვე, როცა რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცველი განცხადება გაკეთდება“, - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი არაა იმაზე, რომ თითოეული გარანტორი ქვეყნისთვის გარანტიების იდენტური ჩამონათვალი იქნება. მისივე თქმით, კონკრეტული ქვეყანა კონკრეტული გარანტიების უზრუნველყოფას შეძლებს.